კინო

TaKo

მულტიპლიკაციური კინო (ლათ. multiplicatio - გამრავლება), კინოწარმოებისა და კინოშემოქმედების განსაკუთრებული დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოძრაობის ცალკეული, თანამიმდევრული ფაზების (მომენტები) გადაღებით. ამ ტექნიკას ასევე ანიმაცია ეწოდება.

მულტიპლიკაციური კინო ეკრანზე ქმნის ნახატი სხეულების მოძრაობის ილუზიას. მულტიპლიკაციური ფილმი წარმოადგენს კადრობრივი გადაღების მეთოდით ფიქსირებულ ბრტყელი გრაფიკული პერსონაჟების წინასწარდამზადებულ სერიას. გრაფიკული მულტიპლიკაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვრაი - კარიკატურისტი ე. კოლი. 1908 წლის 17 აგვისტოს პარიზში პირველად აჩვენეს მისი ნახატი ფილმი "ფანტასმაგორია", რომელშიც კოლმა მულტიპლიკაციური (კადრობრივი) გადაღების გამოყენებით "გააცოცხლა" (აამოძრავა) თავისი ნახატი მოთხრობების პერსონაჟები.

კომენტარი: 1
SwEeTy
"STAR DUST" unagresi pilmia.. gol.ge - ze aris da gadmoweret :):) AQ tqveni sayvareli pilmebi daceret...:):):)
კომენტარი: 8