გაეშვა პეტ-ბლოგერის ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში, ამ პროექტის განვითარებაში მხოლოდ თქვენ, ქართველ მოსწავლეებს შეგიძლიათ წვლილის შეტანა, მე მგონია საინტერესოა როდესაც ერთი ასაკის ბავშვები საქართველოს მასშტაბით აზრს გამოთქვამენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ხელოვნება, ისტორია, პოლიტიკა, ბიზნესი და არა მხოლოდ. მაშ ჩაერთე, დააფიქსირე შენი მოსაზრება ან გაუზიარე თანატოლებს საინტერესო ინფორმაცია და დაეხმარე მოსწავლეებს სხვა რეგიონებიდან ჩაერთონ თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში.
გისურვებთ წარმატებას!
შემოგვიერთდით და შექმენით თქვენი ვირტუალური სამეგობრო!










მიმდინარე წლის 1 ინავრიდან ფონდი "ალპე" ახორციელებს ევროკავშირის პროექტს “განათლება შემწყნარებობისათვის”, რომლის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობათა სამოქალაქო პროცესებში ინტეგრირება და სახელმწიფოში მდგრადი დემოკრატიული სივრცის ფორმირების ხელშეწყობაა.
გთხოვთ ეწვიოთ პეტ–ბლოგერის სადემონსტრაციო გვერდს, სადაც აღწერილია, თუ როგორ ხდება საიტის მოხმარება, რეგისტრაცია, ახალი ბლოგის გახსნა, პოსტების დამატება, შეცვლა, წაშლა და სხვა ოპერაციები.




